09 აგვისტო 2026,   23:58
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ - ზურაბ პატარაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ.

"მინდა ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენ გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია, რომელიც გრძელდება და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებულად გამოვარჩიო, აწ უკვე აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იკავებდა ამ მნიშვნელოვან პოზიციას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ საქმეებს გავაგრძელებთ და ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი რეგიონის წარმატება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს გუნდთან ერთად და ამ კონტექსტში მე მინდა განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ," - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დღის ამბები