"ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქვია", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, სულხან თამაზაშვილმა, უწყების თანამშრომლებთან წარდგენისას განაცხადა.
მან ნდობისთვის მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე.
"უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნების" გუნდს, მის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისათვის.
ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქვია. მოგეხსენებათ, მრავალი წელი მაქვს გატარებული თქვენთან ერთად ამ ოჯახში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.