27 ნოემბერი 2026,   15:27
ვრცლად
"არანაირი მუქარა არ არის, ჰერჩინსკი საქართველოს მეგობარია და ტყუილს ვერ იტყვის" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება.

პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბნელ წარსულს, სამოქალაქო ომს და სიღარიბეს დაუბრუნდება. ელჩმა ეს განცხადება ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა "საქართველო ფოკუსში" გაიხსნა.

ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება პოლიტიკური ფაქტის კონსტატაციაა.

"არანაირი მუქარა არ არის, პოლიტიკური ფაქტის კონსტატაციაა. თუ საქართველო იქნება მოშორებული ევროპისგან, ეკონომიკურად ჩვენს ქვეყანას უდიდესი პრობლემები შეექმნება და ამიტომაც, როგორც ინსტიტუციურად, ისე ეკონომიკურად, სამწუხაროდ, დავბრუნდებით 90-იან წლებში. ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. ჰერჩინსკი საქართველოს მეგობარია და ტყუილს ვერ იტყვის", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები