27 ნოემბერი 2026,   15:40
ვრცლად
შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნედ ამოღებული... ამის მიხედვით გადაწყდება ჩვენი ალიანსში დარჩენა - ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე

ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირებაა. 9 პარტიის ერთობა, შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს.

თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" მიზეზად მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმას ასახელებენ.

პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული.

"შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნედ ამოღებული. ის არის ჩვენი პოლიტიკური ლიდერი. სენსიტიური თემა გახლავთ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამის მიხედვით გადაწყდება ჩვენი ალიანსში დარჩენა. ეს გადაწყვეტილება არ არის ერთპიროვნულად მისაღები, არამედ კონსენსუსით უნდა მივიღოთ, როგორც შესვლის გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნება საჯარო გაიგებთ.

მისი პასუხი გამომდინარეობს იმ თავდასხმიდან, რომელიც მასზე განხორციელდა, თუმცა ერთი თავდასხმა არ ყოფილა, იყო დღეების განმავლობაში გაგრძელებული კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან.

მოწოდება და რეკომენდაცია როდის აქედან არის კონფრონტაცია ვერ ვხვდები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები