06 აგვისტო 2026,   02:58
ვრცლად
"ჰქონდათ ინტერესი, თუ რა შეიძლება გააკეთოს ესპანეთმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გადატვირთვის საკითხში" - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მადრიდში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მადრიდში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვისა კომიტეტების თავმჯდომარეები ესპანეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობები საკითხები.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო მხარეებს შორის ურთიერთობების გადატვირვა და სამომავლო გეგმები:

"სენატში გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის შერეულ კომიტეტთან, სადაც კომიტეტის წევრებს ჰქონდათ ძალიან ბევრი კითხვა, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველო-ევროკავშირს შორის, როგორ წარმოგვიდგენია და გვესახება ამ ურთიერთობის გადატვირთვა, რა არის ჩვენი სამომავლო გეგემები. მათაც ჰქონდათ ინტერესი იმისა, თუ რა შეიძლება ესპანეთმა გააკეთოს სწორედ ამ ურთიერთობის გადატვირთვის საკითხში. ასევე, გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა კონგრესში, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში მის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრეთ მთელ რიგ გეოპოლიტიკურ პრობლემებზე, იმ საერთო გამოწვევებზე, რაც დღეს არის, - მიგრაციიდან დაწყებული კიბერუსაფრთხოებით დამთავრებული." - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

 

დღის ამბები