09 აგვისტო 2026,   07:15
ვრცლად
არ ვიცი, არ ვიცნობ ამ ადამიანს და შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური პარტია მსგავსი ტიპის რაღაცებში არ არის ჩართული - ლაშა ფარულავა ბლაჟევიჩზე

ანტიდემოკრატიული პროცესების და არეულობის მოწყობის მცდელობა საქართველოში, რისთვისაც ევროკავშირის ტერიტორია გამოიყენება. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარებს "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლაჟევიჩი განაგრძობს გარკვეული ჯგუფების მომზადებასა და ინსტრუქტაჟს, მათ შორის არიან "მომავლის აკადემია", მოძრაობები "წერტილი" და "ფარი". ბლაჟევიჩის ორგანიზაცია კი დასავლური ფონდებიდან ფინანსდება.

მედიის ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში არსებულ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას აწარმოებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ იგორ ბლაჟევიჩთან არანაირი ურთიერთობა არ გააჩნიათ.

"არ ვიცი, არ ვიცნობ ამ ადამიანს და შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური პარტია მსგავსი ტიპის რაღაცებში არ არის ჩართული", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები