08 აგვისტო 2026,   03:42
ვრცლად
ეს აბსოლუტურად არასერიოზულია და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს - ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების განუახლებლობა კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად არასერიოზული ქმედებაა.

კობახიძის განმარტებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს აბსოლუტურად არასერიოზულია და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს. გერმანიაში რომ ასეთი პრობლემებია ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, მაგალითად იგივე 20 წლის წინ. გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, მაგრამ დღეს ამას საერთოდ ვერ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, პატივს არ სცემენ პრინციპებს და ეს არის ძალიან სამწუხარო. სამწუხაროსთან ერთად, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება ამ მოვლენას მივცეთ, არის ეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო. პრემიერს ჰქონდა სიტყვით გამოსვლა.

დღის ამბები