10 აგვისტო 2026,   08:36
ვრცლად
"ნეიტრალური საქართველო" ნეიტრალიტეტზე დებატებს ითხოვს - სახელისუფლებო გუნდი დებატების გამართვაში პრობლემას ვერ ხედვას, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი და კონსტიტუციური ამოცანები უკვე განსაზღვრულია

"ნეიტრალური საქართველო" ნეიტრალიტეტის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს და საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატებს ითხოვს. პარტიის წევრებმა ამ საკითხზე დღეს ბრიფინგი გამართეს. თქვეს, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ევროატლანტიკური თანამშრომლობის ძველი ფორმატი აღარ არსებობს, არარელევანტური კი სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარია.

ნეიტრალიტეტის საკითხის გააქტიურებაზე კითხვა მინისტრს გუშინ ინტერპელაციის წესით დაუსვეს, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა მოკლე და მკაფიო პასუხი გასცა. მოგვიანებით კი "ღამის კურიერში" განმარტა, თუ რატომ ვერ იქნება საკითხზე მსჯელობა სერიოზული.

ქვეყნის განვითარებასა და საგარეო პრიორიტეტებზე განსხვავებული შეხედულება აქვთ თავად ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დღესაც გაიმეორეს, რომ საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭება რუსეთის ინტერესებშია. გიორგი გახარიას პარტიაში კი განმარტეს, თუ რატომ დასვეს ამ საკითხზე შეკითხვა ინტერპელაციის ფორმატში.

სახელისუფლებო გუნდი დებატების გამართვაში პრობლემას ვერ ხედვას. თუმცა ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი და კონსტიტუციური ამოცანები უკვე განსაზღვრულია.

ის პრაგმატული პოლიტიკაც, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ დებატები რეზი ჭიჭინაძესთან ერთად, "რუსთავი 2-ის" ეთერში, ორშაბათს გაიმართება, სადაც ყველა მხარეს ექნება საშუალება საკითხზე საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

დღის ამბები