07 აგვისტო 2026,   04:42
ვრცლად
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ანტალიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, ლიდერების პანელზე პრემიერი თანამედროვე გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრებს - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ანტალიის ფორუმი, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმია:

"ანტალიის ფორუმში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი. წელს მასში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე სახელმწიფოს ლიდერი. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა გვქონდეს შეხვედრები კოლეგებთან. შედგება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის. ანტალიის ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ლიდერების პანელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ისაუბრებს თანამედროვე გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

დღის ამბები