07 აგვისტო 2026,   03:46
ვრცლად
"ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ვაიმარის სახელმწიფოების საგარეო სამინისტროების ევროპის დირექტორებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ქმნიან პოლიტიკის კურსს" - გრიგოლ გეგელია

თბილისში "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების დელეგაციის წევრები იმყოფებიან. მათ შეხვედრები გამართეს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის შემდეგ, პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ განიხილეს ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც დემოკრატიის წინაშე დგას.

"ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ვაიმარის სახელმწიფოების საგარეო სამინისტროების ევროპის დირექტორებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ქმნიან პოლიტიკის კურსს და პოლიტიკის შინაარს ჩვენს რეგიონთან და ჩვენს სახელმწიფოსთან მიმართებით. შეხვედრას ესწრებოდნენ ვაიმარის სახელმწიფოების ელჩები საქართველოში, ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც აქ არიან აკრედიტებული. ჩვენ მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ახლა დგას როგორც გამოწვევა ჩვენი დემოკრატიის წინაშე. შეხვედრა იყო დახურულ ფორმატში, შესაბამისად, არავითარი საჯარო განცხადება შეხვედრის შედეგად არ კეთდება," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები