პარლამენტის პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება. ქვეყნის პირველ დიპლომატს ფრაქციამ "საქართველოსთვის" წინასწარ 19 კითხვა გაუგზავნა. მთავარი აქცენტი ევროინტეგრაციის პროცესზე კეთდება.
კითხვები ეხება რუსეთთან ურთიერთობებს, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მექანიზმებს, ქვეყნის გაცხადებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს და ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს.
"მთავარი ინტერპელაცია ეხება უშუალოდ ევროინტეგრაციას, ეს არის მთავარი ჩვენი კითხვების და დაბარების არსი. საგარეო პოლიტიკური ვექტორი სად ვართ, "ოცნების" ხელში სად მივდივართ, ევროინტეგრაციის მიმართულებით რა ხდება. ფაქტია, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა ვითარება არის საგარეო კურსით საქართველოს ამ სიტუაციაში, ბუნებრივია ჩვენ გვაინტერესებს "ოცნების" ხელისუფლების მინისტრის შესაბამისი პასუხები და დაველოდოთ თუ რა კონკრეტული პასუხები ექნებათ მათ ჩვენს შესაბამის კითხვებზე", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავა.