10 ნოემბერი 2026,   07:28
ვრცლად
დავით სონღულაშვილი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში იტალიელ და სერბ კოლეგებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიელ და სერბ კოლეგა მინისტრებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს ფრანჩესკო ლოლობრიჯიდასთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროექტების საკითხებზე გამახვილდა.

სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის მინისტრ დრაგან გლამოჩიჩთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი ხარისხის სტანდარტების და სერტიფიცირების სისტემების დანერგვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.

იტალიაში მინისტრებთან გამართულ შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა.

დღის ამბები