საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სტამბოლში დაგეგმილ საპარლამენტოთაშორისი კავშირის 152-ე ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა და არაერთი პირისპირ შეხვედრა. ფორუმზე 160-მდე ქვეყნის 2 500-ზე მეტ წარმომადგენელს ელოდებიან.
დისკუსიის მთავარი თემა მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაა.