02 აგვისტო 2026,   03:12
ვრცლად
კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე უხვი ნალექისგან გამოწვეული ქვის ცვენის გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

უხვი ნალექისგან გამოწვეული ქვის ცვენის გამო, კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პარალელურად, კახეთში უკვე მეოთხე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება ქვიშა-ნაშალისგან ჩახერგილი ხევების კალაპოტები და სანიაღვრე არხები. პრობლემურ მონაკვეთებზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ადიდებულმა მდინარეებმა რეგიონში ინფრასტრუქტურა დააზიანეს, დატბორილია ნაკვეთები და სახლების პირველი სართულები.

დღის ამბები