18 ივნისი 2026,   15:31
ვრცლად
გასულ ღამეს, უკრაინის ჩერკასის ოლქში ოკუპანტების იერიშის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა

გასულ ღამეს, უკრაინის ჩერკასის ოლქში ოკუპანტების იერიშის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები.

რუსულმა ძალებმა მანამდე იერიში მიიტანეს დნეპრის ოლქზე, დაშავდა ერთი ადამიანი. გაჩნდა ხანძარი ადმინისტრაციულ შენობაში. რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ამავე დროს, უკრაინის სამხედრო ძალები იტყობინება, რომ ისინი დონეცკის ოლქში თავს დაესხნენ რუსული დრონების შესანახ ობიექტებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები