27 ნოემბერი 2026,   15:27
ვრცლად
ეს კანონი არის დაზუსტება, რომ არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს დიპლომატიური საქმიანობის მიმართულებებს, რასაც არ უნდა სცდებოდეს არც ერთი საელჩოს აქტივობა - გია ვოლსკი გრანტების შესახებ კანონზე

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით კენჭს უყრიან გრანტების შესახებ კანონს. კანონპროექტის თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ის ფინანსური სახსრები, რომლებიც უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებს, ან უშუალოდ დიპლომატიური მისიის საქმიანობას მოხმარდება.

მთავრობის ნებართვა კვლავ საჭიროა თუ თანხის გადაცემა საქართველოს მოქალაქეზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე იგეგმება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განმარტებით, ეს არის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს დიპლომატიური საქმიანობის მთავარ მიმართულებებს და ამას არ უნდა სცდებოდეს არც ერთი საელჩოს აქტივობა.

"ეს კანონი რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს, ეს არის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს დიპლომატიური საქმიანობის მთავარ მიმართულებებს და ამას არ უნდა სცდებოდეს არც ერთი საელჩოს აქტივობა. თუკი მოინდომეს გარკვეული აქტივობების დაფინანსებას, რასაკვირველია, ეს თემა დეტალურად უნდა განიხილოს მთავრობასთან, ვინაიდან გამოვრიცხოთ ყველანაირი გაუგებრობა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები