27 ნოემბერი 2026,   15:22
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე, მათ შორის, ოპოზიციური პარტიისთვის პოპულისტურად აქტუალურ კითხვებზე გასცემს სრულყოფილ, დამაჯერებელ პასუხს - დავით მათიკაშვილი მაკა ბოჭორიშვილის პარლამენტში მოსმენაზე

"ჩვენ მოვუსმენთ საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე, მათ შორის, ოპოზიციური პარტიისთვის პოპულისტურად აქტუალურ კითხვებზე გასცემს სრულყოფილ, დამაჯერებელ პასუხს," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, საგერო უწყების პირველი პირის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებასთან დაკავშირებით გაბაცხადა.

ოპოზიციურმა ჯგუფმა მინისტრს წინასწარ 19 კითხვა გაუგზავნა. მთავარი აქცენტი ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებზე კეთდება.  

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ინტერპელაციის წესით შესაძლებლობას, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დაბარების. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვუსმენთ საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე, მათ შორის, ოპოზიციური პარტიისთვის პოპულისტურად აქტუალურ კითხვებზე გასცემს სრულყოფილ დამაჯერებელ პასუხს, რაც კიდევ ერთხელ მოჰფენს ნათელს ყველა იმ საკითხს თუ პრობლემას, რომელიც ამ თემის გარშემო არსებობს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან დღეს პარლამენტში. მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება პლენარული სხდომა. საგარეო უწყების პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა.

დღის ამბები