საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან დღეს პარლამენტში. მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა.
როგორც გიორგი შარაშიძე ამბობს, კითხვები მინისტრთან საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე და გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით ექნებათ.
"გასული წლის ბოლოს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ისტორიულად ყველაზე კრიტიკული დასკვნა გაფართოების შესახებ. ამ დასკვნის მიხედვით დადასტურდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არის ფაქტობრივად ფორმალური და ნაცვლად იმისა, რომ საქართველო წინ წასულიყო და პროგრესი ჰქონოდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პირიქით, რეალობა არის სრულიად საპირისპირო. ჩვენი კითხვები სწორედ იქნება დაკავშირებული გაფართოების ანგარიშთან," – აცხადებს გიორგი შარაშიძე.