27 ნოემბერი 2026,   16:28
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან
საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან დღეს პარლამენტში. მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა.
 
ოპოზიციურმა ჯგუფმა მინისტრს წინასწარ 19 კითხვა გაუგზავნა. მთავარი აქცენტი ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებზე კეთდება.
 
დეპუტატებს ასევე აინტერესებთ, რამდენად შეესაბამება ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის კონსტიტუციას. კითხვები ეხება რუსეთთან ურთიერთობებსა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების მექანიზმებს.
 
დღის ამბები