ვაშინგტონში, ისრაელმა და ლიბანმა ისტორიული სამიტი გამართეს, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენლები იმ იმედით შეიკრიბნენ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევდნენ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს დაასრულებდა.
დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა აშშ-ში ისრაელის ელჩს, იეჩიელ ლეიტერსა და მის ლიბანელ კოლეგას, ნადა ჰამადე მოაადს შორის, ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურ პირებს შორის ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა იყო, ასევე ათწლეულების განმავლობაში, ორ მეზობელ ქვეყანას შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და სხვა ამერიკელი დიპლომატების შუამავლობით გაიმართა.
აშშ-ში ისრაელის ელჩმა მოლაპარაკებები შეაფასა და თქვა, რომ მაქსიმალურად კარგად წარიმართა.
იეჩიელ ლეიტერსს აქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში განახლდება.
სამშაბათს საღამოსთვის შემდგომი შეხვედრის თარიღი არ იყო დანიშნული, თუმცა ლეიტერმა მოლაპარაკებები შეაფასა და თქვა, რომ მოელის, რომ შეხვედრები მომდევნო კვირებში განახლდება.