არსებობს დიდი ალბათობა, რომ რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებამდე - ამის შესახებ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ვფიქრობ, არარეალური იქნება იმის მოლოდინი, რომ ასეთი რთული, ხანგრძლივი პრობლემა მოლაპარაკების პირველივე სესიაზე მოგვარდება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკებების გაგრძელება და გვჭირდება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას," - აღნიშნა მან.