18 ივნისი 2026,   18:32
ვრცლად
ტორნადოები, დამანგრეველი ქარი და ძლიერი სეტყვა - აშშ-ში 50 მილიონზე მეტი ადამიანი ამინდის მკვეთრი გაუარესების მოლოდინშია

აშშ-ში, შუა დასავლეთ შტატებში, 50 მილიონზე მეტი ადამიანი ამინდის მკვეთრი გაუარესების მოლოდინშია. მედიის ცნობით, ერთი დღით ადრე მინესოტაში, ვისკონსინსა და კანზასში ბეისბოლის ბურთის ზომის სეტყვა და რამდენიმე ტორნადო დაფიქსირდა.

Abcnews-ის ინფორმაციით, დამანგრეველი შტორმების საფრთხე სამხრეთით გადავიდა იმ ადგილიდან, სადაც ორშაბათს ძლიერმა ქარმა რამდენიმე შენობას, მათ შორის, ვისკონსინის შტატის ქალაქ ლოდიში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარს, სახურავები გადახადა.

სამშაბათს, აიოვას, სამხრეთ ვისკონსინის, ჩრდილოეთ ილინოისის, ჩრდილოეთ ინდიანას, ჩრდილო-დასავლეთ ოჰაიოს და სამხრეთ მიჩიგანის ნაწილებში 5-დონიანი გაფრთხილების საფუძველზე, ძლიერი შტორმების მესამე დონის „გაზრდილი რისკი“ გამოცხადდა. სამშაბათს, შუა დასავლეთის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის ჩიკაგოში, მილუოკიში, დე-მოინში, აიოვასა და დეტროიტში, მოსალოდნელია ძლიერი ტორნადოები, დამანგრეველი ქარი და ძლიერი სეტყვა.

დღის ამბები