27 ნოემბერი 2026,   15:42
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ეთერში "ქართულის" LIVE კონცერტები იწყება

"რუსთავი 2-ის" ეთერში "ქართულის" LIVE კონცერტები იწყება. მუსიკალური პროექტის მონაწილეებს მაყურებელი რამდენიმე წუთში უკვე პირდაპირ ეთერში იხილავს.

პირველი კონცერტი ქართველი ქალი კომპოზიტორების შემოქმედებას ეთმობა, მომღერლებს კი სულ ხუთ LIVE კონცერტში მოუწევთ მონაწილეობის მიღება. ვასო აბაშიძის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე კონკურსანტები მსმენელის წინაშე ბენდის, შოუს ფინალში კი ორკესტრის თანხლებით წარდგებიან.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები