27 ნოემბერი 2026,   15:24
ვრცლად
ქართველი ერის ბრძოლა ქართული ენის შესანარჩუნებლად - 14 აპრილი დედაენის დღეა

მასშტაბურმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათიათასობით მოქალაქის წინააღმდეგობით საბჭოთა კონსტიტუციაში ცვლილება ვეღარ შევიდა და ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. 14 აპრილი დედაენის დღედ დაწესდა, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებულად აფასებენ.სტუდენტებთან ერთად ქართულ ენას იცავდნენ სკოლის მოსწავლეებიც, რომლებსაც დღესაც კარგად ახსოვთ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები..

ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას - ასე ეხმაურება 14 აპრილის მნიშვნელობას პრემიერ-მინისტრი. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„დედა ენის“ დღე სპეციალური ღონისძიებით აღინიშნა საკანონმდებლო ორგანოში. განათლების კომიტეტის ორგანიზებული შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც ენის, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელობაზე ისაუბრა..

ენა, რომ ეროვნული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია, ამაზე ხელისუფლების ოპონენტებიც თანხმდებიან. ამბობენ, რომ სწორედ ერთიანობაა ის, რასაც ქვეყნისთვის, სახელმწიფო მნიშვნელობის შედეგები მოაქვს..

განცხადებები გაკეთდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც.

ენათმეცნიერების აზრით, 14 აპრილის, როგორც თარიღის მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს დღეს, როდესაც ენას არაერთი თანამედროვე გამოწვევა აქვს.

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა რეგიონებშიც. მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, სადაც სახელმწიფო მინისტრი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს სტუმრობდა. განათლების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსიაც - ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ქართული ენის გაძლიერების აუცილებლობაზე.

დღის ამბები