18 ივნისი 2026,   14:30
ვრცლად
"ევროპა ჯიუტად აგრძელებს სირაქლემასავით თავის ქვიშაში ჩარგვას, ის უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ ეს ომი თავად ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება" - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპულ ქვეყნებს აკრიტიკებს, მიზეზი ირანთან დაკავშირებული პოზიციაა. განცხადება გიდეონ საარმა იერუსალიმში, ჩეხ კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა.

"რამდენიმე მკაფიო ხმის მიუხედავად, ევროპა მაინც ჯიუტად აგრძელებს სირაქლემასავით თავის ქვიშაში ჩარგვას. ის უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ ეს ომი თავად ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება," - აღნიშნა საარმა.

მინისტრმა მხარი დაუჭირა ჩეხი კოლეგის, პეტრ მაჩინკას პოზიციას, რომელიც ერთ-ერთ სტატიაში წერდა, რომ "ევროპელი ლიდერები ისრაელს თავიანთი კომფორტული, კონდიცირებული კაბინეტებიდან მოძღვრავენ“.

აღსანიშნავია, რომ ჩეხი დიპლომატის ვიზიტი ისრაელში ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს შედგა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები