უნგრეთის ოპოზიციური პარტიის "ტისას" პარტიის ლიდერი, პიტერ მადიარი, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველიპარტიის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია, ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"ყველას გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე მთელი პროცესის განმავლობაში. არავინ აჰყვეს სახელმწიფო პარტიის ან პროპაგანდის პროვოკაციებს! ღმერთმა დალოცოს უნგრეთი!" - ამის შესახებ პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ წერს. მისივე თქმით, მისი პარტია საარჩევნო ხმების დათვლის პროცესს თვალს ადევნებს და მონიტორინგს უწევს.
შეგახსენებთ, უნგრეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა.