უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 77,80%-ს მიაღწია.
აღნიშნული მაჩვენებელი 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს აღემატება. შესაბამისად, უნგრეთის არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
"ბიბისის" ცნობით, უნგრეთის მასშტაბით, საარჩევნო უბნები ამ წუთებში იხურება. ზოგიერთი უბანი ღია იქნება იქამდე, ვიდრე რიგში მდგომ ყველა ადამიანს არ მიეცემა ხმის მიცემის შესაძლებლობა.