09 აგვისტო 2026,   22:58
ვრცლად
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ერთად ბრწყინვალე შვიდეული იწყება - ეს განსაკუთრებული დღეები კვირაცხოვლობამდე გრძელდება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ერთად იწყება ბრწყინვალე შვიდეულიც. ეს არის განსაკუთრებული კვირა, რომელიც მომდევნო კვირამდე, კვირაცხოვლობამდე გრძელდება, რომელსაც ახალი კვირა - აღდგომის განახლება ეწოდება.

ამ პერიოდში მსგეფსია, ანუ მორწმუნეებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ. ტაძრებში კი მთელი კვირა ღიაა საკურთხევლის კარი, ეს სიმბოლოა, რომ ქრისტეს აღდგომით ადამიანებისთვის სამოთხის კარი გაიღო.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები