უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და საღამოს 7 ზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის "ფიდესი" და პიტერ მაგიარის "ტისა" არიან. საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირეს უნგრეთის პრემიერმა და მისმა მთავარმა კონკურეტმაც.
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საარჩევნო უბნების გახსნიდან 1 საათში 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები ოფიციალურად უნდა დაითვალონ არაუგვიანეს 18 აპრილისა, თუმცა ეგზიტპოლების შედეგებს უკვე საღამოსთვის ელოდებიან.