18 ივნისი 2026,   17:13
ვრცლად
ირანსა და ლიბანში მიმდინარე ომის შედეგად, იძულებით გადაადგილებულია 4.25 მილიონზე მეტი ადამიანი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ირანსა და ლიბანში მიმდინარე ომის შედეგად, 28 თებერვლიდან დღემდე, იძულებით გადაადგილებულია 4.25 მილიონზე მეტი ადამიანი.

მონაცემების მიხედვით, ირანში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა დაახლოებით 3.2 მილიონს აღწევს, ლიბანში კი მაჩვენებელი ერთ მილიონს აღემატება.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ირანში დაღუპულია 2362, ხოლო დაშავებულია 32 314 ადამიანი. ლიბანში დაღუპულია 1739, ხოლო დაშავებულია 5873 ადამიანი. ერაყში დაღუპულია 109, ხოლო დაშავებულია 300 ადამიანი. ისრაელში დაღუპულია 24, ხოლო დაშავებულია 7183 ადამიანი.

დღის ამბები