18 ივნისი 2026,   22:42
ვრცლად
ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და ჰორმუზის სრუტეზე იმსჯელეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას, ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ჰორმუზის სრუტის ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, საუბრის დროს აბას არაღჩიმ, "ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების პასუხისმგებლობას, დაიცვას საკუთარი ვალდებულება ომის დასრულების შესახებ ყველა მიმართულებით, მათ შორის ლიბანში".

არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება "იმ პირობით, რომ შეერთებული შტატები შეასრულებს თავის ვალდებულებებს".

არაღჩიმ ასევე მადლობა გადაუხადა ლავროვს რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენებისთვის, რასაც მან უწოდა შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული "არაგონივრული და ერთმხრივი რეზოლუცია"  სრუტის გახსნის შესახებ.

დღის ამბები