საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ რევაზ სოხაძე და ლევან ჟორჟოლიანი.
განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული საჭიროებები და ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც სახელმწიფო ქართული კომპანიების მხარდასაჭერად განიხილავს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და, ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით.
"დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და, ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ სამომავლო ნაბიჯებსაც გადავდგამთ ბიზნესთან კოორდინაციაში. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი საბოლოო ჯამში და ამაში გადავიხადოთ საბაზრო ფასი – არც მეტი, არც ნაკლები“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.