27 ნოემბერი 2026,   14:02
ვრცლად
დღევანდელი დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, დღევანდელ დღეს ჩვენმა მაცხოვარმა, იესო ქრისტემ ზიარების საიდუმლო დააწესა - დეკანოზი დავით თავაძე

დღეს დიდი ხუთშაბათია - განსაკუთრებული დღე ვნების შვიდეულში. ტაძრებში დილიდან ლიტურგია სრულდება. იკითხება 12 გზის სახარება. მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს, იესო ქრისტემ მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვის რიტუალი შეასრულა და მოწაფეები პირველად აზიარა.

"განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე არის დღევანდელი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. დღევანდელ დღეს ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ დააწესა ზიარების საიდუმლო. როდესაც მაცხოვარმა საიდუმლო სერობისას შეკრიბა თავისი მოწაფეები, გატეხა პური და უთხრა მათ, რომ მიიღეთ ეს და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელთა ცოდვათა. ზიარების საიდუმლოს სანამ დააწესებდა მაცხოვარი, იქამდე მოციქულებს ფეხი დაბანა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს უნდა ქრისტეს მიღება და როცა ჩვენ ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს სისხლს და ხორცს ვიღებთ, ამით ჩვენში შემოდის მაცხოვარი და თუ გვინდა, რომ ჩვენში შემოვიდეს ქრისტე, ამისათვის უნდა ვიყოთ თავმდაბლები. მან იუდასაც კი დაბანა ფეხი, ამით ჩვენ გვასწავლა, რომ არა მხოლოდ სიტყვით უნდა ვიქადაგოთ, სიყვარული ზოგადად, როგორც მოყვასის, ასევე მტრის, არამედ საქმით უნდა აღვასრულოთ ეს ყველაფერი", - განაცხადა დეკანოზმა დავით თავაძემ.

დღის ამბები