37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია განსაზღვრა და რომელიც ქვეყნისთვის ერთდროულად გლოვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
რუსთველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, დილიდან იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები. კერძოდ, ადგილზე მივიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები.
ასევე მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. რუსთაველის გამზირზე მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებიც. მათ 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
რუსთაველზე შეკრებილია მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი, რომელიც დაღუპულთა პატივსაცემად მისულ ადამიანებს, მათ შორის ცხრა აპრილის მონაწილეებს აგრესიულად ხვდება და მემორიალთან მიახლოებაში ხელს უშლის.
ადგილზე იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება.