18 ივნისი 2026,   18:37
ვრცლად
პაკისტანის პრემიერსა და ირანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - პეზეშკიანმა ისლამაბადში ჩანიშნულ მოლაპარაკებებში ირანის მონაწილეობა დაადასტურა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბრისას, პეზეშკიანმა ისლამაბადში ჩანიშნულ მოლაპარაკებებში ირანის მონაწილეობა დაადასტურა.

შარიფმა პეზეშკიანთან საუბარი შეაფასა, როგორც "თბილი და გულითადი" და დასძინა, რომ ის 45 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

დღის ამბები