27 ნოემბერი 2026,   16:46
ვრცლად
"რუსთავი 2" გერმანიის საელჩოს კითხვებით მიმართავს

ტელეკომპანია "რუსთავი 2" გერმანიის საელჩოს კითხვებით მიმართავს. წერილი, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ეხება.

საუბარია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებაზე, რომელიც ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული.

"რუსთავი 2" ინტერესდება და განმარტებებს ელოდება საელჩოსგან, თუ რატომ არ მოჰყოლია რეაგირება გერმანიის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტას და თუ რატომ არ ხდება ინფორმაციის განახლება, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებმა ეს უკვე გააკეთეს.

თემაზე მაკა ბოჭორიშვილს ირაკლი შატაკიშვილმა სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მინისტრმა დეპუტატს უპასუხა რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებასთან კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საელჩოსაც, თუმცა საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე ისევ არ იცვლება, მაშინ როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთს და სირიას. რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება ქართული მხარის ნოტაზე - მმართველი გუნდი ბერლინის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

 

დღის ამბები