01 აგვისტო 2026,   20:08
ვრცლად
გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო

გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა.

ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების მიერ უკვე დაშლილია 12 კაფე-ბარი და გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სანაპირო ზოლი სრულად მოწესრიგდება და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება

დღის ამბები