05 აგვისტო 2026,   19:27
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლო გვერდითი ფაქტორები და ბიზნესის ინტერესებია, რასაც შესაძლოა სამომხმარებლო ფასებზე ჰქონოდა გავლენა.

"პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს, როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.

ბიზნეს სექტორთან მქონდა აქტიურიო კონსულტაციები, ამისთვის მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის, წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით - 2031 წლის პირველ თებერვლამდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები