07 აგვისტო 2026,   06:53
ვრცლად
მომხმარებელმა განგაშის ღილაკს ხელი შემთხვევით დააჭირა, შენობაში არანაირი საფრთხე არ არსებობს - "გალერია თბილისი"

სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" ცოტა ხნის წინ ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც "რუსთავი 2-ს" სავაჭრო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, "გალერია თბილისის" ერთ-ერთ მაღაზიაში მომხმარებელმა განგაშის ღილაკს ხელი შემთხვევით დააჭირა, რის გამოც სიგნალიზაცია ჩაირთო.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოქალაქეების ევაკუაცია მაინც განხორციელდა და მოქალაქეებს შენობა დაატოვებინეს.

პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, "გალერია თბილისმა" მუშაობა განაახლა, მათივე ინფორმაციით, შენობაში არანაირი საფრთხე არ არსებობს და სავაჭრო ცენტრი მუშაობას აგრძელებს.

დღის ამბები