Artemis 2-ის ეკიპაჟმა დედამიწიდან დაშორების ახალი რეკორდი დაამყარა. ხომალდი პლანეტას 407 000 კილომეტრით დასცილდა, რაც ადამიანის მიერ კოსმოსში მიღწეული მაქსიმალური დისტანციაა. მთვარის ირგვლივ გადაფრენისას, ხომალდსა და NASA-ს შორის კავშირი 40 წუთით შეწყდა. სიგნალის აღდგენის შემდეგ, ასტრონავტებს დონალდ ტრამპი დაუკავშირდა და ისტორიული მისია მიულოცა. ხომალდი ახლა უკან ბრუნდება.
NASA-ს მომდევნო სამიზნე Artemis 3-ია. ეს იქნება პირველი მისია 1972 წლის შემდეგ, როდესაც ადამიანი მთვარის ზედაპირზე ფეხს დაადგამს.