05 აგვისტო 2026,   02:37
ვრცლად
ანკარაში ქართული მუსიკის საღამო გაიმართა - მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საგუნდო კაპელას კონცერტი ანშლაგით შედგა

თურქეთის დედაქალაქში მიმდინარე "ანკარის 40-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის" ფარგლებში, პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში CSO Ada Ankara ქართული მუსიკის საღამო გაიმართა.

თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, ადგილობრივი და საერთაშორისო მსმენელის წინაშე შეასრულეს კომპოზიტორის საავტორო, მონუმენტური ნაწარმოები - "რეკვიემი". კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

გასტროლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში.

ვახტანგ კახიძის "რეკვიემი" 2021 წელს შეიქმნა. იგი წარმოადგენს სიკვდილისა და დანაკარგის თემაზე შექმნილ ღრმა მუსიკალურ ნიმუშს, რომელიც კლასიკურ ტრადიციებს ქართულ პოლიფონიურ საგუნდო მუსიკასთან აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ეს "რეკვიემის" რიგით მეორე შესრულება იყო საზღვარგარეთ (მისი საერთაშორისო პრემიერა 2023 წელს ბელგიაში, ფესტივალ Europalia-Georgia-ს ფარგლებში შედგა).

დღის ამბები