08 აგვისტო 2026,   08:55
ვრცლად
"ხარების დღესასწაული, დღევანდელი დღე, გახლავთ დასაბამი ღვთის განკაცებისა, დასაბამი ჩვენი ხსნისა" - მღვდელმსახური გიორგი ვაშალომიძე

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს, ხარებას აღნიშნავს. ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. განსაკუთრებული ემოციით ხვდებიან დღევანდელ დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მსახურებას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ტაძარში პანაშვიდი შესრულდება.

"ხარების დღესასწაული, დღევანდელი დღე გახლავთ დასაბამი ღვთის განკაცებისა, დასაბამი ჩვენი ხსნისა. ლუკას სახარების თანახმად, გაბრიელ მთავარანგელოზი განეცხადება ყოვლადწმინდა მარიამს და ახარებს მას, რომ მის წიაღში ჩაისახება განკაცებული ღმერთი, რომელიც სრულიად კაცობრიობას გამოიხსნის ცოდვისა და წყევლისაგან. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ დღესასწაულს ხარება, ეს არის სიხარულთან დაკავშირებული და არ არსებობს ამაზე დიდი სიხარული სამყაროში. დღევანდელი დღე სასიხარულოა. დილა დაიწყო სახარებათა კითხვით და შემდგომ აღევლინება ლიტურგია, წირვა საზეიმო ხასიათის", - აცხადებს თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი (ვაშალომიძე).

დღის ამბები