უსაფრთხო გარემო და ცხოველთა დაცვა - რისკები და პასუხისმგებლობა - დღეს "რუსთავი 2-ზე" დებატების დღეა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში.
გადაცემის სტუმრები იქნებიან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი - გიორგი იაკობაშვილი; საქართველოს წვრილ ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი - მარიამ ჩხიკვიშვილი; მიუსაფარ ცხოველთა კლუბის დამფუძნებელი - ნანუკა ძირტკბილაშვილი და "საბუკო"-ს დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი.
დებატები რეზი ჭიჭინაძესთან ერთად 22:00 საათზე დაიწყება.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ახორციელებს, შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის პროგრამას.
აღნიშნული პროგრამა საკმაოდ კომპლექსურია, ის სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება, როგორც მოგახსენეთ, ძაღლებიანი პატრონის იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, ჩიპირების მეშვეობით, ხოლო უპატრონო ცხოველების იდენტიფიკაცია - საყურე ნიშნების მეშვეობით.
ეს არის უმთავრესი იმისათვის, რომ, ერთის მხრივ, შედგეს ერთიანი მონაცემთა ბაზა, როგორც პატრონიანი, ასევე, უპატრონო ცხოველების.
უნდა გამოვეხმაურო, ბოლო პერიოდში დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელიც ისმის ამ პროგრამის მიმართულებით. დეტალურად იქნება მოწოდებული ინფორმაცია, თუ რატომ არის აბსურდული ბრალდებები", - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა.