09 აგვისტო 2026,   23:58
ვრცლად
სამხრეთ კავკასიაში ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი, ხაზი უნდა გავუსვა იმას განსაკუთრებით, რომ საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს - ილჰამ ალიევი

"ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამაზეც გვქონდა საუბარი და ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ აქცენტირებულნი და ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ ეს პრინციპები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ირღვევა და ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი, არ უნდა მოხდეს არც დანაკარგები. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი," - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ხაზი უნდა გავუსვა იმას განსაკუთრებით, რომ საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. მე მინდა ვთქვა, რომ ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ ყველა ნაბიჯი უნდა იქნეს გაძლიერებული და ამ მშვიდობას აძლიერებდეს. ეს შეხვედრები ზუსტად ამ მიმართულებით კეთდება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის ამ ხელშეწყობისთვის", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

დღის ამბები