"ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პრემიერ-მინისტრო მოწვევისთვის, მიღებისთვის. ყოველთვის დიდი პატივია, მოძმე საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი, მხოლოდ კიდევ ერთ იმპულს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებას," - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა თვალსაჩინოა.
"საკითხები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ დღეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთი სულისკვეთებით არიან განმსჭვალული. ჩვენ ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება. მეგობრული, მეზობლური, ძმური ურთიერთობების განვითარებაში ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს.
გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენს მიღწევებს. საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო ამ წარმატებაზე დაშენების სახით, კიდევ უფრო შეუწყონ ხელი პოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება, თანმიმდევრულად და დინამიურად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვუჭერთ მხარს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დაურღვევლობას ჩვენი საზღვრებისა. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც," - განაცხადა ალიევმა.