27 ნოემბერი 2026,   15:04
ვრცლად
ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ხვდება - პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.

პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი. ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ამ წუთებში იწყება. მოგვიანებით ილჰამ ალიევს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან და წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეწვია. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

 

დღის ამბები