04 აგვისტო 2026,   03:21
ვრცლად
ყვარელში, მიუსაფარი ძაღლების ნაწილი ცოფის საწინააღმდეგოდ აცრეს, ნაწილს გურჯაანის რეგიონულ თავშესაფარში, ვეტერინარული მანიპულაციებისთვის გადაიყვანენ

ძაღლების პოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ამჯერად ყვარელში იმყოფებიან.

ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე მიუსაფარი ძაღლების ნაწილი ცოფის საწინააღმდეგოდ აცრეს, ნაწილს კი გურჯაანის რეგიონულ თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც მათ საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული მანიპულაციები ჩაუტარდებათ, მათ შორის, კასტრაცია-სტერილიზაცია.

შესაბამისი კვლევების დასრულების შემდეგ, ცხოველებს ადგილზე დააბრუნებენ.

დღის ამბები