პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-თან ურთიერთობებზე დღეს მედიასთან ისაუბრა.
"უკრაინაში ომის პერიოდში, ქართველმა საზოგადოებამ საკმარისი სიბრძნე გამოიჩინა. ქართველი ხალხი აღმოჩნდა ყველაზე ბრძენი, რომელმაც მშვიდად და საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულად გაიარა ეს პერიოდი, სწორედ ამის შედეგია ის, რომ ძალიან წელგამართულად შეგვიძლია საუბარი ამერიკელ კოლეგებთან. ვესაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ნებისმიერ ურთიერთობებში შევდივართ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. თავად სახელმწიფო მდივანს რუბიოს აქვს გაცხადებული, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპს - ისინი აღიარებენ სხვა ერების ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, მთავარი ამოცანა რუბიოს მხრიდან გაცხადებული რაც იყო, ამერიკელი ხალხის და ქართველი ხალხის ინტერესები სადაც იქნება თანხვედრაში, გვქონდეს პოლიტიკური პარტნიორობა. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი, სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად დაიყვანა იმ დონემდე, რაც ჩვენთვის ფაქტობრივად მიუღებელია. ახალ ადმინისტრაციას აქვს ურთიერთობის გამოსწორების სურვილი და ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იქნება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.