ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ირანში ხიდის დაბომბვის ფაქტს გამოეხმაურა. აბას არაღჩის განცხადებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურების დაბომბვა ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.
"ყველა ხიდი და შენობა უფრო უკეთესი აშენდება. რაც არასდროს აღდგება, ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანია," - აღნიშნა მან.
"ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება" - აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. მან მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
უკრაინის პრეზიდენტი, პარტნიორ ქვეყნებს, თუ ისინი მზად იქნებიან მოქმედებისთვის, სთავაზობს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება საზღვაო გზებთან, მათ დაცვასა და საზღვაო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, რათა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა განახლდეს.