09 აგვისტო 2026,   17:41
ვრცლად
ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ მიკედლების პროცედურები შეზღუდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება.

დაინტერესებულ მოქალაქეებს, შეგიძლიათ შეუფერხებლად მიმართოთ სააგენტოს და ოფიციალურად მიიკედლოთ თქვენს მზრუნველობაში მყოფი ცხოველები. ამისათვის საჭიროა, გამოგვიგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა სააგენტოს ელფოსტაზე: [email protected]

განცხადებას დაურთეთ: ძაღლის ფოტო, ასევე საჭდის ფოტო, რომელზეც იკითხება საჭდის ნომერი, მისამართი, სადაც გსურთ ძაღლის მიკედლება, ასევე თქვენი პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემები," - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები